KFC

KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი უგემრიელესი მენიუთი, 20.000-ზე მეტ KFC-ის რესტორანს ასაზრდოვებს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. KFC ქათმის მომზადების რეცეპტი საიდუმლოდ ინახება კენტუკიში. მხოლოდ ამერიკაში, 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს ყოველდღიურად KFC-ს მენიუს.

KFC მასობრივი ბრენდია, რომელიც აერთიანებს ქათმის მოყვარულებს მსოფლიოს გარშემო. მრავალფეროვანი მენიუ საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ყველა გემოვნების ადამიანი. წარმოდგენილი იქნება ცხარე ან ორიგინალი ფქვილში ამოვლებული უგემრიელესი შემწვარი ქათმის ნაჭრები,ბურგერების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, ცხელი ვაფლი უგემრიელესი ნაყინით ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ტოპინგით, ჩიზქეიქი, სახელგანთქმული ყავის ასორტიმენტი და სხვა.

 

 

  • Categories icon კვება - კაფე-რესტორნები
  • Clock icon 10:00 - 22:00
გამოწერა
დაგვიტოვე შენი ელ ფოსტა და გაიგე პირველმა ჩვენს ფასდაკლებებზე, ღონისძიებებზე და გართობაზე. ასევე მიიღე რჩევები შოპინგზე, მოდაზე და სხვა სიახლეებზე.
დიდი მადლობა, ელფოსტა მიღებულია